თავში

აშშ-ის მიერ ინიცირებული ავღანეთის სამშვიდობო კონფერენცია გადაიდო

აშშ-ის მიერ ინიცირებული ავღანეთის სამშვიდობო კონფერენცია გადაიდო
აშშ-ის მიერ ინიცირებული ავღანეთის სამშვიდობო კონფერენცია გადაიდო

სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც უნდა გამართულიყო იმისთვის, რომ საბოლოოდ გარკვეულიყო ავღანეთში მთავრობასა და თალიბებს შორის ურთიერთობა, გადაიდო. ამის შესახებ ინფორაციას TheStar ავრცელებს. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თალიბებმა უარი თქვეს კონფერენციაზე, რადგან ეს მათი განცხადებით, ამერიკული სპექტაკლია, რომელიც მხოლოდ აშშ-ს ინტერესებს ემსახურება.

კონფერენციისთვის, რომლის სპონსორებიც არიან გაერო, თურქეთი და კატარი, ახალი თარიღი ჯერ არ არის გათვალისწინებული. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სავარაუდოდ, კონფერენცია გაიმართება რამადანის შემდეგ, რაც მაისის შუა რიცხვებში მთავრდება.

კონფერენციის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და NATO-ს გარკვეული პრობლემები აქვს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ოპერაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ დარჩენილი სამხედრო ძალების გამოყვანას პირველი მაისიდან დაიწყებს და 11 სექტემბერს დაასრულებს. ავღანეთში სულ 13,000-მდე ჯარისკაცია დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის გადადების გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების პერსონალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system