თავში

აშშ-ის მიერ ოლიმპიადის ბოიკოტის შემთხვევაში, ჩინეთი კონტრზომებით იმუქრება

​აშშ-ის მიერ ოლიმპიადის ბოიკოტის შემთხვევაში, ჩინეთი კონტრზომებით იმუქ
აშშ-ის მიერ ოლიმპიადის ბოიკოტის შემთხვევაში, ჩინეთი კონტრზომებით იმუქრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, აშშ-ის მიერ ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის შემთხვევაში, საპასუხო მოქმედებები განახორციელოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ბოიკოტისკენ მოწოდებები უნდა შეწყდეს, რათა თავიდან ავიცილოთ გავლენა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვან სფეროებში. თუ შეერთებული შტატები განზრახ მიჰყვება ამ პოზიციას, ჩინეთი გადამწყვეტ კონტრზომებს მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ამ კვირაში გამოაცხადებს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system