თავში

აშშ-ის მწვანეთა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა

აშშ-ის მწვანეთა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა
აშშ-ის მწვანეთა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა

აშშ-ის "მწვანეთა პარტიამ" საპრეზიდენტო კანტიდატად 67 წლის ჰოუი ჰოკინსი ოფიციალურად წარადგინა. ამასთან, გასული წლის ოქტომბრის თვეში ჰოკინსი საპრეზიდენტო კანდიდატად სოციალისტურმა პარტიამაც დაასახელა. ამგვარად, ჰოუი ჰოკინსი მცირე მემარცხენე პარტიების ძალისხმევის გაერთიანებას გეგმავს.

უცხოეური მედიის ინფორმაციით, ჰოკინსს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ თეორიულად შეიძლება გავლენა მოახდინოს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის შორის მიმდინარე ბრძოლის შედეგებზე.

ჰოკინსის განცხადებით, ქვეყანას ახლა მწვანეთა პარტია სჭირდება, ვინაიდან ვერც რესპუბლიკელები და ვერც დემოკრატები, ვერ უზრუნველყოფენ იმ პრობლემების სრულად მოგვარებას, რომელთა წინაშეც შეერთებული შტატები დგას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system