თავში

აშშ-ის ორივე ავიამზიდზე სამხედროების ტესტირება დასრულდა

​აშშ-ის ორივე ავიამზიდზე სამხედროების ტესტირება დასრულდა
აშშ-ის ორივე ავიამზიდზე სამხედროების ტესტირება დასრულდა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ 2 ამერიკულ ავიამზიდზე Theodore Roosevelt-სა და Kidd-ზე, ეკიპაჟის წევრების ტესტირება 100%-ით დასრულებულია.

Theodore Roosevelt-ზე კორონავირუსი 1 102 მეზღვაურს დაუდგინდა. 53 სამხედრო უკვე აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა. 14 დღიანი კარანტინის შემდეგ ყველა მათგანს 2 განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. 3 სამხედრო მკურნალობას გუამის სამხდერო კლინიკაში გადის. არც ერთი მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ იმყოფება. სამხედროების ნაწილი ჯერ ისევ იზოლაციაში რჩება. Theodore Roosevelt-ზე გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა. ერთი სამხედრო 12 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაიღუპა.

ავიამზიდ Kidd-ზე კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა სამხედრო კარანტინში იმყოფება. არც ერთი შემთხვევა მძიმე არ ყოფილა. არავის დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. გამოჯანმრთელების შემდეგ, თუ 2-ჯერ ჩატარებული ტესტირება არ დაადასტურებს კორონავირუსს, ისინი მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ გემზე დაბრუნებას.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტმა მანამდე განცხადა, რომ გემზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართო გამოძიებას გეგმავს.

Theodore Roosevelt -ზე კორონავირუსის პირველი შემთხვევები მარტის ბოლოს გამოვლინდა. კაპიტანმა ბრეტ კროიზერმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაში ატეხა და ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა. კროიზერი გემზე ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა. წერილმა მოგვიანებით პრესაში გაჟონა, რის შემდეგაც აშშ-ის საზღვაო ძალებმა გემის კაპიტანი თანამდებობიდან დაითხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system