თავში

აშშ-ის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის დაპატიმრებას ეხმაურება

​აშშ-ის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის დაპატიმრებას ეხმაურება
აშშ-ის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის დაპატიმრებას ეხმაურება

აშშ თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას უმკაცრესად გმობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში აღნიშნული. ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

ამერიკის ლიდერი ავიაკომპანია Ryanair–ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ფაქტს საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფად აფასებს.

"ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელის ჩაწერა, როგორც ჩანს, ბატონ პროტასევიჩს აიძულეს, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე. შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას მის გათავისუფლებასთან, აგრეთვე ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა", - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამასთან, ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას უფლებებისთვის ბრძოლაში.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system