თავში

აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაზავებას ულოცავს

​აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს
აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაზავებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს. განცხადება დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ასე ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს დილიდან ამოქმედდება.

„ვულოცავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე შეთანხმდნენ, რომელიც შუაღამიდან არის ძალაში. ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო", – წერს ტრამპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system