თავში

აშშ-ის რამდენიმე შტატში ტრამპის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

აშშ-ის რამდენიმე შტატში ტრამპის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
აშშ-ის რამდენიმე შტატში ტრამპის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

აშშ-ის რამდენიმე შტატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააპროტესტეს.

პროტესტი გაიმართა ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ატლანტა, ოსტინი, ბისმარკი, ბოისე და ფინიქსი.

ტრამპის მომხრეების განცხადებით, არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. რესპუბლიკელების მხარდამჭერები დემოკრატებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

ცნობისთვის, 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, ბაიდენის გამარჯვება უკვე აღიარეს, როგორც საერთაშორისო გამოცემებმა, ასევე მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებმა. ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა, გამარჯებისთვის კი მას 270 ხმა სჭირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system