თავში

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასააჩევნო ყრილობა ფლორიდაში გაიმართება

​აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასააჩევნო ყრილობა ფლორიდაში გაიმართება
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასააჩევნო ყრილობა ფლორიდაში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედ ლიდერს, დონალდ ტრამპს რესპუბლიკელები ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილში წარადგენენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში უნდა გამართულიყო, თუმცა სოციალური დისტანციის მკაცრი მოთხოვნების გამო, ის ფლორიდაში გადაიტანეს.

მისასალმებელი სიტყვით დონალდ ტრამპი 15 000 ადამიანზე გათვლილ არენაზე 27 აგვისტოს გამოვა.

სააგენტოს ცნობით, დემოკრატების ყრილობა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკი, ასევე აგვისტოში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system