თავში

აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის წევრი, ქეროლაინ ჰანთერი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

ჰანთერის გადადგომის შემდეგ, ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კომისია შესაძლოა იძულებული გახდეს მუშაობა შეაჩეროს, ვინაიდან წევრთა კვორუმს არ აკმაყოფილებს. იმისათვის, რომ აშშ-ის ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების კონტროლი განახორციელოს სავალდებულოა, რომ მას სულ მცირე ოთხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები წევრი ჰყავდეს. ჰანთერის გადადგომით, კომისიაში მხოლოდ სამი წევრი დარჩა.

კომისიამ 10-თვიანი შესვენების შემდეგ კვორუმის აღდგენა მიმდინარე წლის ივნისში შეძლო, მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელის თანამდებობაზე სენატმა რესპუბლიკელი ჯეიმს ტრენერი დაამტკიცა.

Washington Post აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი ჰანთერის შემცვლელად იურისტის ალენ დიკერსონის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა, უცნობია, როდის წარდგება აღნიშნული წინადადება აშშ-ის კონგრესის წინაშე. საარჩევნო კომისიის წევრებს სენატი ამტკიცებს.

გამოცემის თანახმად, ქვეყანაში არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, სახელმწიფო უწყება ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეთა კონტროლს, კერძოდ მისი მოვალეობაა საარჩევნო კამპანიის ფინანსების კონტროლი, შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო საქმიანობა და სხვ. ანალოგიური სიტუაცია, რომლის დროსაც კომისიამ, ფაქტობრივად, შეაჩერა მისი საქმიანობა, 2008 წელს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system