თავში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის მოვლენებს ეხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებსა და გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ეხმაურება. Report.ge-ს ცნობით, განცხადება უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

"შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს მოვუწოდებთ. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system