თავში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ხვდება. ამის შესახებ "ფეისბუქში" ზელენსკი ავრცელებს.

"პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის ასეთი მაღალი დონის დელეგაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ამერიკა 2014 წლიდან უჭერს მხარს და ჩვენ ამ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, – წერს ზელენსკი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი უკრაინაში იმყოფება.

აშშ-ის დიპლომატიური ჯგუფის კიევში ვიზიტის მიზანი, რუსული აგრესიის ფონზე, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მხარეები სხვა საკითხებთან ერთად კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ. დელეგაციაში იმყოფება სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი, რომელიც სენატმა ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დაამტკიცა. ენტონი ბლინკენს ასევე თან ახლავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უკრაინაში ვიზიტის ძირითადი მოვლენები 6 მაისსაა დაგეგმილი. დილით ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი კულეებასთან გამართავს, შემდეგ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრამდე იმართება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი "დიდი შვიდეულის" ( G7) სამიტის შემდეგ გაიმართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system