თავში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას შეხვდება. ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელის განრიგი სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ამ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე იგეგმება. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე კულება და საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრიეი ერმაკი ვაშინგტონში ჩავიდნენ, რათა აშშ-ში უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი მოამზადონ. 4 ივნისს ისინი ეროვნული უსაფრთხობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს , ჯეიკ სალივანს შეხვდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში 30 აგვისტოს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system