თავში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისალოც წერილში ის აღნიშნავს, რომ აშშ აფასებს აზერბაიჯანთან 30 წლიან პარტნიორობას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.

”ჩვენ ვაღიარებთ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც აზერბაიჯანს სამხრეთ გაზის დერეფნის საშუალებით ევროპის ენერგიის დივერსიფიკაციაში შეაქვს. ძლიერი ინსტიტუტები და პროცესები, რომლებიც იცავს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად და უფრო ძლიერი და ღრმა ურთიერთობების დამყარებისათვის აუცილებელია.

ამერიკა აფასებს კავშირებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და ამერიკის ათასობით მოქალაქეს შორის პიროვნებათაშორის ურთიერთობების, აგრეთვე ჩვენი საელჩოების საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით ვითარდება,”- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.

აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system