თავში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ NATO-ს დიპლომატებთან რუსეთთან ურთიერთობა განიხილა

​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ NATO-ს დიპლ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ NATO-ს დიპლომატებთან რუსეთთან ურთიერთობა განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც თავიანთი ქვეყნები ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

შეხვედრაზე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ევროპული კოორდინაციის ძალისხმევას გააგრძელებენ.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს ამ საკითხისადმი დიპლომატიური მიდგომისადმი ერთგულებას და მოსკოვს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდეს.

"ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი შეჭრა უკრაინაში მასშტაბურ შედეგებს გამოიწვევს... რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეთანხმებული ეკონომიკური შემზღუდველი ზომების ჩათვლით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system