თავში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ლიდერობს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იბრძვიან. დემოკრატ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 264, ხოლო დონალდ ტრამპს – 214 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა - სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება 

47 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა ჯო ბაიდენს მისცა. Reuters-ის თანახმად, ეს აშშ-ს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მიცემული ხმების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

”ამ რბოლაში აშკარა უმრავლესობით და მთელი ერის მხარდაჭერით მოვიგებთ”, - განაცხადა ბაიდენმა დელავერში, ვილმინგტონში, ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

”ჯერჯერობით ცალსახად ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებას, მაგრამ ციფრები გვეუბნება, რომ ეს უკვე გადაწყვეტილია”, - თქვა მან. ამავე დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ დათვლის პროცესი არ შეწყდება. 

"თქვენი ხმები დაითვლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გულმოდგინედ ცდილობენ ამის თავიდან აცილებას. მე ამას არ დავუშვებ", - განაცხადა ბაიდენმა. 

დონალდ ტრამპი და მისი საარჩევნო  შტაბი რამდენიმე შტატის შედეგებს გაასაჩივრებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს თავის მომხრეებს გაიღონ შემოწირულობდნენ მომავალი დავის დასაფინანსებლად. იგი ასევე აპირებს შეგროვილი თანხების გამოყენებას საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებული დავალიანებების დასაფარად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system