თავში

აშშ-ის სასამართლომ ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნების ნებართვა გასცა

აშშ-ის სასამართლომ ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნების ნებართვა გასცა
აშშ-ის სასამართლომ ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნების ნებართვა გასცა

აშშ-ის სასამართლომ  პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოცემა კანონიერად მიიჩნია.

თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე როის ლამბერტის გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც ბოლტონის წიგნის გამოქვეყნების აკრძალვას ითვალისწინებდა, არ დაკმაყოფილდა. 

სასამართლოს განმარტებით, ბოლტონის წიგნმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკითხებს, თუმცა მთავრობამ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სასამართლოს განკარგულება უზრუნველყოფს  გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარჩელი უარყოფილია.

ბოლტონის წიგნი სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბოლტონის მემუარები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. 16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის სახლმა  ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

მემუარები ჯონ ბოლტონის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს ეხება. მედიაში უკვე გავრცელდა რამდენიმე ამონარიდი პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის წიგნიდან, რომელიც დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას ეხება და რომელმაც საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია. დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში დაითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system