თავში

აშშ-ის სასამართლომ პერუს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციას მხარი დაუჭირა

​აშშ-ის სასამართლომ პერუს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციას მხარი დაუჭირ
აშშ-ის სასამართლომ პერუს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციას მხარი დაუჭირა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 73 წლის ალეხანდრო ტოლედო, რომელიც აშშ-შია დაკავებული, სამშობლოს გადაეცემა, სადაც მას კორუფციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Bloomber კალიფორნიის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შეთქმულებაში მონაწილეობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებს ადასტურებს.

ალეხანდრო ტოლედო პერუს პრეზიდენტის პოსტს 2001-2006 წლებში იკავებდა. მისი დაკავების ორდერი პერუს სასამართლომ 2017 წლის თებერვალში გასცა. მას კორუფციასა და ბრაზილიის სამშენებლო კორპორაცია Odebrecht-თან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, პრეზიდენტმა კომპანიისგან $34 მილიონი მიიღო, სანაცვლოდ კი ხელისუფლებამ მასთან მსხვილი ავტომაგისტრალის მშენებლობის სარფიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system