თავში

აშშ-ის სასამართლომ რუსი ჰაკერი დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ რუსი ჰაკერი დამნაშავედ ცნო
აშშ-ის სასამართლომ რუსი ჰაკერი დამნაშავედ ცნო

აშშ-ში, სან-ფრანცისკოს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა  LinkedIn-სა და Dropbox-ზე ჰაკერულ თავდასხმაში ბრალდებული რუსი ჰაკერი, ევგენი ნიკულინი დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

30 წლის ევგენი ნიკულინი  2016 წელს პრაღაში დააკავეს, საიდანაც ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აშშ-ში გადაიყვანეს. ნიკულინს ბრალად ედება, Linkdin-ისა და Dropbox-ის სისტემაში შეღწევა და მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემების მოპარვა.

ნიკულინის საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system