თავში

აშშ-ის, საუდის არაბეთისა და რუსეთის ლიდერებმა ნავთობის საკითხები განიხილეს

აშშ-ის, საუდის არაბეთისა და რუსეთის
აშშ-ის, საუდის არაბეთისა და რუსეთის ლიდერებმა ნავთობის საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,საუდის არაბეთის მეფე სალმანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ნავთობმოპოვების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სატელეფონო საუბარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. ტრამპის თქმით, იგი სატელეფონო საუბრით კმაყოფილია. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი მხარეების საბოლოო შეთანხმებას ელოდება.

ტრამპმა, მეფე სალმანმა და პუტინმა ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ნავთობმომპოვებელ მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ი და რუსეთი, 9 აპრილს, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების თანახმად, პირველი მაისიდან მოპოვება დღეში 10 მილიონი ბარელით უნდა შემცირდეს. 1 ივლისიდან კი შემცირება დღეში 8 მილიონი ბარელი უნდა გახდეს. ამ პოზიციას არ იზიარებს მექსიკა. მოლაპარაკებათა რაუნდი დღესაც გაგრძელდება. OPEC-ი და რუსეთი ელოდებიან, რომ მათ პირობებს აშშ-ი და დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან და აიწევს ნავთობის ფასი, რომლის კორონავირუსის პანდემიის შედეგად რეკორდულად დაეცა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system