თავში

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.

ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმა იყო საჭირო. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღდეგ ხმა სულ მცირე 17 რესპუბლიკელს უნდა მიეცა.

6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში 13 იანვარს გამოუცხადა. დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მას მომავალში ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system