თავში

აშშ-ის სენატმა ტრანსგენდერი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანაშემწედ დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ტრანსგენდერი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანაშემწედ დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ტრანსგენდერი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანაშემწედ დაამტკიცა

ექიმი რეიჩელ ლევინი, რომელსაც სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაუტარდა, აშშ-ის სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ დაამტკიცა.

ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანსგენდერი ადამიანი, რომელიც სენატმა ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. სენატმა ის აღნიშნულ პოზიციაზე 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ექიმი ადრე პენსილვანიის ჯანდაცვის მდივნად მუშაობდა. ახლა ის გახდა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინოსანი აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტში.

სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის თავმჯდომარემ ლევინის გამოცდილება კენჭისყრის წინ შეაფასა. მან ხაზი გაუსვა მის მუშაობას პენსილვანიაში COVID-19-თან ბრძოლის კუთხით.

"ექიმი ლევინი ამ პანდემიის სათავეში იდგა, ამიტომ მან უშუალოდ იცის, რა სჭირდება ჩვენს შტატებსა და თემებს ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტისგან", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რეიჩელ ლევინი პროფესიით პედიატრია. მას ჰარვარდისა და ტულანის უნივერსიტეტების დიპლომები აქვს. ექიმი დაქორწინებული იყო ქალზე და მას ორი შვილი ჰყავს, მაგრამ 2011 წელს მან სქესი შეცვალა და 2013 წელს განქორწინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system