თავში

აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სუდანი დატოვა - განახლებულია

აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სუდანი დატოვა - განახლებულია
აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სუდანი დატოვა - განახლებულია

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფრი ფელტმანმა სუდანის დედაქალაქი ხარტუმი დატოვა. ინფორმაციას CGTN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სუდანში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთება გამოხატა.

"აშშ ღრმად არის შეშფოთებული გარდამავალი მთავრობის სამხედრო მიტაცების შესახებ ცნობებით. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დეკლარაციას და სუდანელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და სრულიად მიუღებელია", - აღნიშნულია ფელტმანის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტის Twitter-ზე გავრცელდა.

ამასთან, Al Arabiya- ს ცნობით, ხარტუმის ქუჩებში სამხედროების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. გადატრიალების მოწინააღმდეგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკების დროს დედაქალაქში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

-14:43-

სუდანის გარდამავალი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ, აბდელ ფატაჰ ალ-ბურხანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ქვეყნის მინისტრთა საბჭოსა და კაბინეტის დაშლა გამოაცხადა. ინფორმაციას Palsawa ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყნის სამხედროები სამოქალაქო ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემამდე დემოკრატიულ ტრანსფორმაციას გააგრძელებენ. ალ-ბურხანმა დასძინა, რომ 2019 წლიდან მოქმედი საკონსტიტუციო დეკლარაციის რამდენიმე პუნქტი ძალაში აღარ არის.

მისი თქმით, "პოლიტიკური ძალების მხრიდან ქაოსის წაქეზება" სუდანს საფრთხეს უქმნის.

-11:18-

სუდანის არმიამ დღეს დილით ხარტუმში სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობა დაიკავა. ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.

ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სუდანის პრემიერ-მინისტრის აბდულა ჰამდუკის განცხადება, რომელშიც ის ყველა სუდანელს მოუწოდებს "გავიდნენ ქუჩებში, დაიცვან რევოლუცია, მაგრამ დაიცვან საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი". 

-10:15-

სუდანში ხარტუმის შტატის ოთხი მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია Al Hadath ავრცელებს.

მისი ცნობით, არმიამ დედაქალაქის ყველა შესასვლელი და ხიდები გადაკეტა.

აღნიშნულია, რომ დაკავებულთა შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის, ფინანსთა, მრეწველობის მინისტრები, ასევე ხარტუმის გუბერნატორი და ქვეყნის მმართველი სუვერენული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელია. დაკავებები გრძელდება.

სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი არმიამ შინაპატიმრობაში გადაიყვანა. ცოტა ხნის წინ პრემიერის სახლი სამხედროებმა ალყაში მოაქციეს.

მთავარი ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერებმა უკვე მოუწოდეს ხალხს, ქუჩებში გამოვიდნენ და "ჯარის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობებს" წინააღმდეგობა გაუწიონ.

ამასთან, Al Arabiya-ს ცნობით, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მობილური კომუნიკაცია და ინტერნეტი მთლიანად გათიშულია.

უახლოეს მომავალში ქვეყნის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელის, აბდელ ფატაჰ ალ-ბურხანის განცხადებას ელოდებიან. მასობრივი დაპატიმრებები დედაქალაქში ალ-ბურხანის პრემიერ-მინისტრ აბდულა ჰამდუქთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

უკვე მეორე კვირაა ხარტუმში არმიის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც მთავრობისა და სამოქალაქო ძალების წარმომადგენლების გადადგომასა და გარდამავალი პერიოდის დასრულებას ითხოვენ. დედაქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, არეულობებთან ქვეყნის ჩამოგდებული პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის მომხრეები არიან კავშირში.

ამასთან, 21 ოქტომბერს სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა მოხდა, თუმცა ის ვერ შედგა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არმია და რეგულარული ჯარები სიტუაციას აკონტროლებს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system