თავში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ $1.9 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ $1.9 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ $1.9 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის გადასარჩენად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხიდან  400 მილიარდი დოლარი  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანიას მოხმარდება.  ერთი ტრილიონი დოლარი მოსახლეობის გადასახადების დაფარვისკენ იქნება მიმართული. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს უმუშევრობის შეღავათების გადასახადს ზრდასრულთათვის კვირაში 400 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბავშვებისთვის - თვეში 300 დოლარამდე. დარჩენილი თანხა პანდემიით დაზარალებულ საწარმოებს გაუნაწილდებათ.

აღნიშნული პაკეტი დასამტკიცებლად სენატს გადაეცემა. მასში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ხმები თანაბრად არის გადანაწილებული, რის გამოც გადამწყვეტი ხმის უფლება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება.

სტიმულირების პროექტი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვრის შუა რიცხვებში წარადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system