თავში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცა. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლა. პირველ ბრალდებას 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა თავი შეიკავა. რაც შეეხება, კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას, აღნიშნულ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატის 229 წევრმა მისცა ხმა, 198-მა – წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად
მოტივირებულს უწოდებს. დონალდ ტრამპი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრას დემოკრატების პოლიტიკური თვითმკვლელობა უწოდებს.

„არაფრის გამკეთებელი დემოკრატები გამოხატავენ თავიანთ სიძულვილს ამერიკელი ამომრჩევლებისადმი. ეს უკანონო და პოლიტიკურად ანგაჟირებული იმპიჩმენტი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური თვითმკვლელობის მარშია. გინახავთ ჩემი რეიტინგები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში? ეს სიგიჟეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას დაკარგავს.

განცხადება გააკეთეს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. თეთრმა სახლმა დემოკრატები  იმპიჩმენტის პროცედურისას მიკერძოებულობასა და დარღვევებში დაადანაშაულება.

„პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს რეგულარულ წესრიგს, სამართლიანობასა და სამართალწარმოებას, რომლიც უგულებელყოფილი იყო წარმომადგენელთა პალატაში პროცედურის მიმდინარეობისას. ის მზად არის მომდევნო ნაბიჯებისთვის და დარწმუნებულია, რომ მას სრულად გაამართლებენ. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას ამერიკელების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად, რასაც ის თანამდებობის დაკავებიდან აკეთებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system