
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ისევ ენსი პელოსი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ნენსი პელოსის ხმა 216 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი 209 იყო.
"ახალ კონგრესს განსაკუთრებული სირთულის დროს ვიწყებთ: ჩვენი ერის განკურნების დრო დადგა. ჩვენი ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი კორონავირუსის დამარცხება იქნება და ჩვენ მას დავამარცხებთ", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნენსი პელოსიმ.