თავში

აშშ-ის თურქულ რესტორანზე თავდამსხმელებს 15 წელი ემუქრება

აშშ-ის თურქულ რესტორანზე თავდამსხმელებს 15 წელი ემუქრება
აშშ-ის თურქულ რესტორანზე თავდამსხმელებს 15 წელი ემუქრება

აშშ-ში სასამართლო სომხური წარმოშობის ორი ამერიკელის საქმეს განიხილავს. 23 წლის უილიამ სტეფანიანსა და გარი ჩალიკიანს ლოს-ანჯელესში თურქულ რესტორანზე თავდასხმაში ედებათ ბრალი. სასამართლოს მასალების თანახმად, გასული წლის 4 ნოემბერს უილიამ სტეფანიანმა ტელეფონით თავდასხმის მოწოდების შეტყობინება გაგზავნა. "დავიწყოთ თურქებზე ნადირობა", - ნათქვამი იყო მესიჯში.

ლოს-ანჯელესის ოლქში, ბევერლი-ჰილზში İstanbul Cafe რესტორანზე თავდასხმა გასული წლის 4 ნოემბერს, საღამოს მოხდა. სომხური წარმოშობის 6-8 კაციანმა ჯგუფმა რესტორანი დააზიანა და მის მფლობელს შეურაცხყოფა მიაყენეს. მოძალადეები თურქეთისა და აზერბაიჯანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. რესტორნისთვის მიყენებული ზარალი 20 000$-მდე აღწევს.

ლოს-ანჯელესის პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი გამოძიების, ადგილზე ნაპოვნი მტკიცებულებებისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უილიამ სტეფანიანი და გარი ჩალიკიანი დააკავეს. მათ ყაჩაღობაში, ვანდალიზმსა და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი. ბრალდების მხარე მოძალადეებისთვის15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system