თავში

აშშ-ის უმდიდრეს ქალად Amazon-ის დამფუძნებლის მეუღლე დასახელდა

აშშ-ის უმდიდრეს ქალად Amazon-ის დამფუძნებლის მეუღლე დასახელდა
აშშ-ის უმდიდრეს ქალად Amazon-ის დამფუძნებლის მეუღლე დასახელდა

Forbes-მა შეერთებული შტატების უმდიდრეს ქალად, კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებლის ყოფილი მეუღლე, მაკკენზი ბეზოსი დაასახელა. 

განქორწინების შემდეგ მაკკენზიმ ჯოზეფ ბეზოსისგან Amazon-ის  აქციების 4%-იანი წილი მიიღო, რომლის საბაზრო ღირებულებაც 35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში აქციის ფასებმა მკვეთრად მოიმატა. აღნიშნული აქციების ღირებულება ამ დროისათვის 62.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მაკკენზი ბეზოსმა ჟურნალის სიაში Willmart-ის დამფუძნებლის ქალიშვილს გადაასწრო, რომლის ქონებაც 57.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

თავად ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება. მისი ქონების ამჟამინდელი ღირებულება 188,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-მა იგი პირველ პირად აღიარა, რომლის ქონება 180 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system