თავში

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვა
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებეს.

რუთ ბეიდერ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა და თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა. გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა.

CNN-ის ცნობით, გინსბურგი დონალდ ტრამპის პოლიტიკას არ ემხრობოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ მოსამართლის თანამდებობის დატოვება მანამ არ სურს, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მუდმივი ვადით ინიშნებიან. მოსამართლის კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system