თავში

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა
აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში, რომელიც კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილზე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებია მობილიზებული.

კაპიტოლიუმში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ადგილზე უკვე იმყოფება არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system