თავში

აშშ-ის უზენაესი სასმართლოს ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო

​აშშ-ის უზენაესი სასმართლოს ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო
აშშ-ის უზენაესი სასმართლოს ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო

აშშ-ის უზენაესი სასმართლოს ახალმა მოსამართლემ ემი კონი ბარეტმა თეთრ სახლში ფიცი დადო. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მოსამართლის პოსტზე ბარეტის კანდიდატურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. ემი კონი ბარეტის კანდიდატურაზე მსჯელობა სენატში კვირას დაიწყო და 30 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ ის სენატმა 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა.

ბარეტი უზენაესი სასამართლოს პოსტს უვადოდ დაიკავებს. მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ის დღეიდან, ფიცის დადების მეორე, ფორმალური ცერემონიის შემდეგ შეუდგება.

ბარეტის დანიშვნა რესპუბლიკელებისა და ტრამპის პოლიტიკური გამარჯვებაა. უზენაეს სასამართლოში ამ ეტაპზე რესპუბლიკელების წარდგენილი 6 და დემოკრატების წარდგენილი 3 მოსამართლეა.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატები მოითხოვდნენ, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system