თავში

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი უარყო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სარჩელი  უარყო.

სარჩელი უისკონსინის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნას ეხებოდა. 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დამატებითი განმარტებების გარეშე უარყო.

ცნობისთვის, უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენმა 20 ათასი ხმით მეტი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ 22 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ორი მსგავსი სარჩელიც უარყო, რომელიც უისკონსინისა და პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხებოდა.

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system