თავში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი Black Lives Matter ფრაზას ეწინააღმდეგება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი Black Lives Matter ფრაზას ეწინააღმდეგება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი Black Lives Matter ფრაზას ეწინააღმდეგება

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, უარი განაცხადა Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ფრაზის გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. პენსმა ამის შესახებ 6 ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პენსმა პოლიციელის მიერ ძალის გადამეტებით აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს ტრაგიკული უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ   შეერთებული შტატები დაარსების დღიდან, ეფუძნება იდეოლოგიას, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი თანაბარია და შესაბამისად, თითოეული პიროვნების სიცოცხლე ღირებულია.

პენსმა აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ აშშ-ში არსებობს ამერიკელების გარკვეული სეგმენტი, რომელიც უარყოფს თითოეული ადამიანის ცხოვრების ღირებულებას და რომლის მოსაზრებითაც, მხოლოდ ფერადკანიანთა სიცოცხლეა მნიშვნელოვანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system