
აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მას 197701981 წლებში პრეზიდენტ ჯიმ კარტერის ადმინისტრაციის დროს ეკავა. ინფორმაციას Axios ავრცელებს. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ დაზუსტებულა.
მონდეილი 1928 წელს მინესოტაში დაიბადა. იგი შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 1993 –1996 წლებში ის აშშ – ის ელჩი იყო იაპონიაში. 1984 წელს მონდეილი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა, თუმცა მან არჩევნები რონალდ რეიგანთან წააგო.