თავში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციასთან მამაკაცი დააკავეს

​აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციასთან მამაკაცი დააკავეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციასთან მამაკაცი დააკავეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის რეზიდენციასთან ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით 31 წლის პოლ მიურეი, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში ცხოვრობს, საიდუმლო სამსახურის წევრებმა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ობსერვატორიის შენობასთან დააკავეს. ეს შენობა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტების რეზიდენციაა.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. მამაკაცს იარაღის უკანონო ტარებასა და შენახვაში ბრალი უკვე წარუდგინეს.

ამასთან, ცნობილია, რომ ამჟამად ჰარისი შენობაში არ ცხოვრობს, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system