თავში

აშშ-ისა და უკრაინის გემები შავ ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

აშშ-ისა და უკრაინის გემები შავ ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
აშშ-ისა და უკრაინის გემები შავ ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

აშშ-ისა და უკრაინის სასაზღვრო უწყებების გემებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრესსამსახური ავრცელებს.

”გამთენიისას, ოდესიდან 100 საზღვაო მილზე მანძილზე, უკრაინის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის საზღვაო დაცვის ხომალდი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ ”ჰამილტონს” შეხვდა", -  ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამერიკელი პარტნიორები უკრაინაში მათი დახმარების მიზნით, მეგობრული ვიზიტით იმყოფებიან.

ამჟამად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის საზღვაო გემი "გრიგორი კუროპიატნიკოვი" და აშშ-ის საზღვაო გემი BO HAMILTON შავ ზღვაში რჩებიან და ერთობლივ წვრთნებს განაგრძობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system