თავში

აშშ-ისრაელის სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, ისევ გადაიდოს

აშშ-ისრაელის სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, ისევ გადაიდოს
აშშ-ისრაელის სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, ისევ გადაიდოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეში ჯეისონ გრინბლატს შეხვდა. მხარეებმა ვაშინგტონის მიერ ისრაელისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის გადადების შესაძლებლობები განიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას „საუკუნის შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილი ისრაელის არჩევნების შემდეგ უნდა წარმოედგინა, თუმცა, მას შემდეგ რაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ვაშინგტონმა საკითხის გადადება გადაწყვიტა.

გრინბლამტმა, ისრაელში აპრილში გამართული უშედეგო არჩევნების შემდეგ, დოკუმენტის ხელმეორედ გადადება არ გამორიცხა. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ისრაელში ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ბენი განცთან შესახვედრად მას შემდეგ ჩავიდა, რაც ისრაელმა, მეორე უშედეგო არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

მიმდინარე თვის დასაწყისში გრინბლანტმა გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ის ამ პოსტს კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system