თავში

აშშ ჯანმო-სა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში ბრუნდება

​აშშ ჯანმო-სა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას გააუქმებს. ამ განცხადებას "გარდამავალი პერიოდის საიტი" აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ისტორიულ ღონისძიებებს განახორციელებს".

აშშ ჯანმო-სთან თანამშრომლობას განაახლებს და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაძლიერების მიზნით, ორგანიზაციის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას.

ახლადარჩეული პრეზიდენტი ასევე ხელს მოაწერს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო, კორონაპანდემიის მართვასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო, ორგანიზაციის დატოვების შესახებ 2020 წლის ივლისში ოფიციალურად გააფრთხილა. კლიმატის საკითხებზე პარიზის შეთანხმება კი 2017 წლის ივნისში შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება ნეგატიური ეკონომიკური პერსპექტივებით ახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system