თავში

აშშ: ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმა "ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო

აშშ: ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმა "ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო
აშშ: ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმა ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო

აშშ-ის განცხადებით, ავღანეთში, ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმის უკან „ისლამურ სახელმწიფო“ დგას და არა „თალიბები“. ვაშინგტონმა ქაბულს "თალიბებთან" სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესების ხელში აღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ჯერჯერობით უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ვაშინგტონის ეს მოწოდება და შეცვლის თუ არა ქაბულის ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას. საქმე ეხება პრეზიდენტმა აშრაფ ღანის ბრძანებას, რომ სამხედროები, "თალიბების" წინააღმდეგ, თავდაცვის პოზიციიდან შეტევის პოზიციაზე გადავიდნენ. ეს გადაწყვეტილება მან ამ დღეებში ქვეყნის სხვა და სხვა მხარეში მომხდარი რადენიმე სასტიკი თავდასხმის შემდეგ მიიღო, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ახალშობილები ემსხვერპლა.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადემ თავდასხმებში „ისლამურ სახელმწიფოს“ დასდო ბრალი. მან განაცხადა, რომ დაჯგუფება „თალიბებთან“ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგია და ავღანეთში, ერაყის მსგავსად, სექტანტური ომის პროვოცირებას ცდილობს.

ხალილზადემ ავღანელებს მოუწოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ხაფანგში არ გაებან, გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ ამ საფრთხეს და მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი გამოიყენონ.

ავღანეთის ხელისუფლება თალიბებს სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

„თალიბანი“ უარყოფს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას.

მომხდარმა კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა აშშ-"თალიბების" შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც ავღანელებსა და "თალიბებს" შორის შიდაავღანური მოლაპარაკებები უნდა მოჰყოლოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system