თავში

აშშ კორონავირუსის წარმოშობის დადგენას გეგმავს

​აშშ კორონავირუსის წარმოშობის დადგენას გეგმავს
აშშ კორონავირუსის წარმოშობის დადგენას გეგმავს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აქვს გარკვეული მონაცემები, რომელთა დახმარებითაც ახალი ტიპის კორონავირუსის გაჩენის წყაროს დადგენა შესაძლებელია. ამის შესახებ გამოცემა New York Times წერს.

მისი ცნობით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ლაბორატორიისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აშშ-ის მოკავშირეები თავიანთი მოკავშირეების სადაზვერვო ქსელების ჩართვას შეძლებენ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა COVID-19 და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

ამასთან, ჩინეთი ისევ უარყოფს ინფორმაციას COVID-19 ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system