თავში

აშშ კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს დასახმარებლად $225 მილიონს გამოყოფს

აშშ კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს დასახმარებლად $225 მილიონს გამოყო
აშშ კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს დასახმარებლად $225 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს დასახმარებლად, ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით 225 მილიონი აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

"აღნიშნული თანხა ვირუსის დიაგნოსტირებას, პრევენციასა და კონტროლს მოხმარდება, რათა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემები, მოვამზადოთ ლაბორატორიები ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებისთვის და გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება" , - განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს თანხმა აშშ-ის მიერ 64 ქვეყნისთვის გამოყოფილი 274 მილიონი აშშ დოლარიანი პაკეტის დანამატი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system