თავში

აშშ კორონავირუსზე ჩინეთის პასუხისმგებლობის ვარიანტებს განიხილავს

​აშშ კორონავირუსზე ჩინეთის პასუხისმგებლობის ვარიანტებს განიხილავს
აშშ კორონავირუსზე ჩინეთის პასუხისმგებლობის ვარიანტებს განიხილავს

აშშ განიხილავს რამდენიმე ვარიანტს, რომელიც კორონავირუსზე ჩინეთის პასუხისმგებლობას განიხილავს. ქვეყანას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან COVID-19-ის გავრცელების პრევენცია ვერ მოახდინა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დიდი ოდენობის თანხაზეა საუბარი.

"გერმანია ვარიანტებს სწავლობს, ჩვენ ვსწავლობთ ვარიანტებს და გაცილებით უფრო დიდ ფულზე ვსაუბრობთ, ვიდრე გერმანია. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი ჩინეთისგან კორონავირუსით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას. ბერლინმა ქვეყანას 30 მილიარდი ევრო მოსთხოვა.

"ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ. ინფორმაციას მოგაწვდით, როდესაც დრო მოვა. ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ", - განაცხადა ტრამპმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system