თავში

აშშ კოსმოსში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ექსპერიმენტს ჩაატარებს

აშშ კოსმოსში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ექსპერიმენტს ჩაატარებს
აშშ კოსმოსში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ექსპერიმენტს ჩაატარებს

აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტო ზებგერითი რაკეტების Prototype Infrared Payload (PIP) გაშვების შესახებ სიგნალის დამჭერ აპარატურას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეამოწმებს. PIP ზებგერითი რაკეტები, რომლებიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობენ, Northrop Grumman-ის ფირმის ამერიკული ტვირთმზიდი ხომალდის Cygnus-ის ბორტზე იქნება განთავსებული. მათი გაშვება Antares-ის კატერით ვირჯინიას შტატში უოლოპსის კუნძულზე მდებარე კოსმოდრომიდან მოხდება.

აპარატურის პროტოტიპმა მონაცემთა ნიმუშები უნდა შეაგროვოს. ამ მონაცემების საფუძველზე სპეციალური სენსორებითვის ალგორითმები შეიქმნება, რომლებიც დაბალ ორბიტაზე მფრინავ ზებგერით და ბალისტიკურ რაკეტებს ამოიცნობენ.

მომავალში ამ აპარატურას დაბალი ორბიტის იმ თანამგზავრებზე დააყენებენ, რომლებიც სარაკეტო თავდასხმების საფრთხის ამოცნობისთვის არის განკუთვნილი.

პენტაგონის თანამდროვე სენსორულ თანამგზავრებს გეოსტაციონარული ორბიტიდან (წრიული ორბიტა, რომელიც განლაგებულია დედამიწის ეკვატორზე (0 განედი) 35 786 კმ სიმაღლეზე. ასეთ ორბიტაზე გაყვანილი თანამგზავრი დედამიწის ნებისმიერი წერტილის მიმართ უძრავია) გაშვებული რაკეტების ამოცნობა შეუძლია. ახალი პროექტი ისეთი ალგორითმების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც ზებგერითი რაკეტების აღმოჩენას სწრაფად მოძრავი დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტიდან შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system