თავში

აშშ კოვიდ-ვაქცინის ბუსტერული დოზის მოქმედებას სწავლობს

აშშ კოვიდ-ვაქცინის ბუსტერული დოზის მოქმედებას სწავლობს
აშშ კოვიდ-ვაქცინის ბუსტერული დოზის მოქმედებას სწავლობს

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი, მესამე ვაქცინის მოქმედების კვლევების პირველი ფაზა დაიწყო. ამასთან, ცდები მესამე დოზად სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული ვაქცინის გამოყენებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ცდების დროს მოხალისეები, რომლებმაც კროონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტული კურსი გაიარეს, სხვა მწარმოებლების ვაქცინის ბუსტერულ დოზებს მიიღებენ, რათა შერეული, ბუსტერული სქემების უსაფრთხოება და იმუნურობა დაადგინონ.

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებული ვაქცინები ამჟამად COVID-19-სგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვაქცინების განმეორებითი შეყვანისთვის, რათა იმუნიტეტის დასუსტებას ხელი შევუშალოთ და განვითარებადი ვირუსის მიმართ დაცვა უზრუნველვყოთ",- განაცხადა აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ.

ცდების წინასწარ შედეგებს 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის ელოდებიან. მოხალისეებს, ვინც ბუსტერულ დოზებს მიიღებს, ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system