თავში

აშშ კუბინელ მაღალჩინოსნებს ვიზებს უზღუდავს

​აშშ კუბინელ მაღალჩინოსნებს ვიზებს უზღუდავს
აშშ კუბინელ მაღალჩინოსნებს ვიზებს უზღუდავს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბინელ მაღალჩინოსნებზე ვიზების გაცემა შეზღუდა. ზომები იმ პირებს შეეხება, ვინც ექიმების ექსპლუატაციასა და იძულებით შრომაზეა პასუხისმგებელი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმებს საშიშ პირობებში დასვენების გარეშე მუშაობა უწევთ. გარდა ამისა მათ ძალიან მცირე ანაზღაურება აქვთ და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კუბის ხელისუფლება ექიმებს პასპორტებს ართმევდა და უთვალთვალებდა.

„ჯანდაცვის ნებისმიერი პროგრამა, რომელიც საკუთარ პრაქტიკოს ექიმებზე ზეწოლას ახდენს, საფრთხის ქვეშ აყენებს და ექსპლუატაციას უწევს, ფუნდამენტურად მცდარია“, - ნათქვამის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system