თავში

აშშ ქვეყანაში მხოლოდ ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს

​აშშ ქვეყანაში მხოლოდ ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს
აშშ ქვეყანაში მხოლოდ ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს

თეთრი სახლი აშშ-ში მოგზაურობის უფლებას მისცემს უცხოელებს, ვისაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში გამგზავრებული თითქმის ყველა უცხოელი ტურისტი COVID-19–ის წინააღმდეგ სრულად უნდა იყოს აცრილი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ "თანმიმდევრულ და უსაფრთხო საერთაშორისო სამოგზაურო პოლიტიკას" გეგმას ეტაპობრივი მიდგომით, რომელიც ითვალისწინებს, რომ აშშ-ში გამგზავრების მსურველი ტურისტები სრულად იყვნენ აცრილები "გარკვეული გამონაკლისის გარდა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system