თავში

აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს

​აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს
აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს

კომპანია SolarWinds-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ჰაკერულ თავდასხმასთან და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. ვაშინგტონი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. სანქციები შეეხება არა მხოლოდ დიპლომატებს. შეზღუდვებში მოხვდება ასევე დამატებით 30-მდე პირი, რომლებიც ხელისუფლებისა და დაზვერვის წარმომადგენლების არიან. 

სანქციები შეეხება ასევე კრემლის დაზვერვის კონტროლის ქვეშ მყოფ რუსულ გამოცემებსა და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის განცხადებით, რუსეთის ინტერესების სასრგებლოდ მოქმედებენ.

შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system