თავში

აშშ-მ ელექტრონული "ჭკვიანი წინდების" გაყიდვა აკრძალა

აშშ-მ ელექტრონული "ჭკვიანი წინდების" გაყიდვა აკრძალა
აშშ-მ ელექტრონული ჭკვიანი წინდების გაყიდვა აკრძალა

ამერიკის საკვებისა და წამლის ორგანიზაციამ კომპანია "Owlet"-ის სმარტ წინდებს ლიცენზია შეუჩერა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. პროდუქტი, რომელიც ახალშობილი ჯანმრთელობის საკონტროლოდაა შექმნილი, მასერტიფიცირებელმა ორგანომ სამედიცინო პროდუქტად შეაფასა და რეგისტრაციისას გავლილი ხარვეზის გამო, მისი ბაზრიდან ამოღების ბრძანება გამოსცა. 

კომპანიის განცხადებით, სმარტ წინდები დაბალი რისკის შემცველი პროდუქტია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას უწევს. მათივე განცხადებით, წამლისა და საკვების ორგანიზაციას ლიცენზიის ცვლილებისთვის უახლოეს პერიოდში მიმართავენ და ელექტრონულ წინდებს მიმოქცევაში დააბრუნებენ. 

Owlet-მა ჭკვიანი წინდები საკუთარი ვებ-გვერდიდან ამოიღო, თუმცა ისეთ ონლაინ მაღაზიებში, როგორიცაა Walmart და Amazon - ისევ ხვდება მომხმარებელს. 

FDA აღნიშნავს, რომ სმარტ წინდები, ბავშვის ორგანიზმიდან მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად სამედიცინო აღჭურვილობად ითვლება, ამის გამო ის დამატებით შესწავლას საჭიროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system