თავში

აშშ-მ ირანთან მიმოსვლა აკრძალა

აშშ-მ ირანთან მიმოსვლა აკრძალა
აშშ-მ ირანთან მიმოსვლა აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ირანთან სამოგზაურო მიმოსვლას კრძალავს. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა იმ ადამიანებსაც, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა. 

ტრამპმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იტალიისა და სამხრეთ კორეის იმ რეგიონებში მოგზაურობისაგან, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. აქვე, აშშ-ის წარმომადგენლები ყველა იმ მოქალაქეს შეამოწმებენ, ვინც ამერიკის მიმართულებით მოგზაურობას გადაწყვეტს. 

ტრამპის განცხადებით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინის შემუშავებისათვის მუშაობენ. მისი თქმით, ამ კომპანიების წარმომადგენლებს ორშაბათს შეხვდება და მიმდინარე სამუშაოებზე ანგარიშს მოისმენს. 

ამ დროისათვის აშშ-ში ინფიცირების 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ადამიანი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ის 60 წელს მიტანებული ქალი იყო. 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლოდ 15 გამოჯანმრთელებულია ან სულ მალე გამოჯანმრთელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system