თავში

აშშ-მ სამხედრო ბიუჯეტისთვის იმდენივე თანხა გამოყო რაც ტოპ 15-მა ქვეყანამ ერთად

აშშ-მ სამხედრო ბიუჯეტისთვის იმდენივე თანხა გამოყო რაც ტოპ 15-მა ქვეყან
აშშ-მ სამხედრო ბიუჯეტისთვის იმდენივე თანხა გამოყო რაც ტოპ 15-მა ქვეყანამ ერთად

2019 წელს ყველაზე დიდი თანხა სამხედრო ბიუჯეტისთვის ამერიკის შეერთებული შტატებმა გამოყო. მეორე ქვეყანა კი ამ კუთხით ჩინეთია. აშშ-მ მხოლოდ იარაღის შესყიდვასა და კვლევა/განვითარებაზე უფრო მეტი დახარჯა ვიდრე ჩინეთმა მთლიანობაში, ასევე უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა ევროპულმა სახელმწიფომ. 

აშშ-ს მიერ 2019 წელს დახარჯული თანხა თავდაცვაზე, უკანასკნელი 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წელს ჩინეთსა და აშშ-ს შორის შემცირებული სხვაობა კვლავ გაიზარდა. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სამხედრო ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენც8ია გაგრძელდა, ვაშინგტონი გეგმავს დააწესოს გარკვეული ლიმიტები სამხედრო ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.  

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS ) კვლევის მიხედვით, აშშ-მ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები გაზარდა, მეგობარ ქვეყნებს ამ მიმართულებით დაფინანსება შეუმცირა. ეს კი გამოიხატება სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირებაში რომელთა შორის ევროპის უსაფრთხოების ინიციატივის პროგრამისთვის გაწეული მხარდაჭერაც არის.

2019 წელს მშვიდობიანი მიზნებით შეიარაღებაზე გაწეული ხარჯები მსოფლიოში 4%-ით გაიზარდა და $1,7 ტრილიონს გაუტოლდა.  ლიდერია აშშ, ჩინეთი, საუდის არაბეთი, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, გერმანია და სამხრეთ კორეა. აშშ-ის ხარჯებმა 2019 წელს $684,6 მილიარდი შეადგინა, რაც ჯამში ტოპ 15 ქვეყნის მიერ გაწეულ ხარჯს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხარჯები შეიარაღებაზე $21,7 მილიარდია და სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system