თავში

აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა
აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის მიმღებთა ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე შეამცირა.

დეკემბრის თვიდან ამ დრომდე შეერთებულ შტატებში Pfizer-თ ვაქცინაცია მხოლოდ 16 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ, ახლა კი FDA-ს გადაწყვეტილებით 12-15 წლის მოზარდებში მისი გამოყენება დასაშვები გახდა. 

„ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის დავიცვათ ახალგაზრდა პოპულაცია Covid-19-ისგან, რაც გვაახლოებს ნორმალურ ცხოვრებასა და პანდემიის დასასრულთან. ბავშვების მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ იყვნენ სრულიად დარწმუნებულნი, რომ სურსათისა და წამლის სააგენტომ მკაცრად და საფუძვლიანად შეისწავლა ყველა არსებული მონაცემი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემაზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ახლა უკვე კვლევები 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება. შედეგი, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, მარტის ბოლოს კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, ვაქცინის 100%-ანი ეფექტურობა აჩვენა. 

პლაცებოს მიღებისას ჯგუფში ინფიცირების 18, ხოლო აცრილ ბავშვებში დავირუსების არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.

5 მაისს კანადამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system